კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 54 ქვეყნის 200 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.
კავკასიის უნივერსიტეტი, მათემატიკის კათედრა, აცხადებს კონკურსს, მოწვეული ლექტორის თანამდებობის დასაკავებლად ინგლისურენოვან სექტორზე, შემდეგი მიმართულებით:
- გამოთვლითი მათემატიკა;
- მათემატიკური მოდელირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დოქტორის აკადემიური ხარისხი;
- დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
- სამომხმარებლო პროგრამების ცოდნა ( MS Office, Mathcad , Matlab და სხვა) მათემატიკური მოდელირების მიმართულებით.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობიანი;
- სამართლიანი და დისციპლინირებული;
- კომუნიკაბელური;
- კრეატიული;
- მოტივირებული;
- ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
- აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
- დარწმუნების და მოსმენის უნარი;
- ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის/მაგისტრის/ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები.
- საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა
II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება
III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში; Tel.: 2 377777.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ : „მათემატიკის კათედრა-მოწვეული ლექტორი“
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!