კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად

2 აგვისტო 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 65 ქვეყნის 248 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

 

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.

 

 

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • დეპარტამენტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავება/განახლება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კავკასიის უნივერსიტეტისა და/ან მისი ცალკეული სკოლებისთვის კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტების განმსაზღვრელი დოკუმენტის შექმნა/განახლება;
  • კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კვლევითი საქმიანობაში ხელ-შეწყობა და კვლევითი საქმიანობის მონიტორინგი;
  • სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • უნივერსიტეტის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის და სტუდენტებისთვის კონსულტაციების გაწევა ეროვნულ კვლევით საგრანტო კონკურსებში  და  მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების საკითხებში;
  • სამეცნიერო პროექტების ერთიანი ბაზის შექმნა/განახლება და შემდგომი მონიტორინგი;
  • საუნივერსიტეტო კვლევებისა და სამეცნიერო ნაშრომების გამოცემის ორგანიზება;
  • საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში მიმდინარე კვლევების მონიტორინგში მონაწილეობა;
  • დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინაცია;
  • კომპეტენციის ფარგლებში    მონაწილეობის    მიღება    ავტორიზაციის/აკრედიტაციის  პროცესში;
  • უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, ვიცე-პრეზიდენტის (კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში) დავალებით, მონაწილეობის მიღება სხვადასხვა პროექტების შემუშავება-განხორციელებაში;

 

 

კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

 

  • არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მსგავს სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან საგანმანათლებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1, IELTS 7+, TOEFL 94+ ან ექვივალენტი);
  • MS Word, Excel და PowerPoint-ის ცოდნა.

 

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

  • ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დაკვირვებული;
  • ერთდროულად რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებულ დეპარტამენტთან, სკოლებთან მუშაობის უნარი და მათი კონტრიბუციის კოორდინაცია.
  • ინგლისურ ენაზე ვრცელი ანგარიშების და/ან აკადემიური ნაშრომების მომზადების გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კვლევის დამოუკიდებლად წარმოების გამოცდილება;
  • პრობლემების სწრაფად და საფუძვლიანად გადაჭრის უნარი;
  • მოწოდებული ინფორმაციის დროულად დამუშავების და სინთეზირების უნარი;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ეფექტურად წარმოების უნარი;

 

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე, აღნიშნული დღე(ები)ს საჭიროება განისაზღვრება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით);
  • ანაზღაურება 2500-3000 ლარის ფარგლებში, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი).

 

მეორე ეტაპზე გადასულ  კანდიდატს შესაძლოა მოეთხოვოს სამუშაო სპეციფიკასთან დაკავშირებული წერითი დავალება.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის  26 აგვისტოს ჩათვლით.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება:  კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.

 

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია.

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!