სადისერტაციო ნაშრომის დაცვა კავკასიის სადოქტორო სკოლაში

18 მარტი 2019

18 მარტს, კავკასიის სადოქტორო სკოლაში გაიმართა ამავე სკოლის ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ტარიელ გიორგაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

 

სადოქტორო ნაშრომის სახელწოდება: „ურთიერთდამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის“.

 

დოქტორანტს ხელმძღვანელობდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მაია გონაშვილი.

 

დოქტორანტმა სადისერტაციო ნაშრომი წარმატებით დაიცვა და მას მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.