“სამართლიანი არჩევნების” სოციალური მედიის მონიტორინგის გუნდის მიერ შემუშავებულ სასერტიფიკატო კურსში “დეზინფორმაცია და პროპაგანდისტული ნარატივები სოციალურ მედიაში” მონაწილეობისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
კურსის მიზანი იყო სტუდენტებს მიეღოთ ზოგადი ცოდნა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ პოსტ-სიმართლის ეპოქაში, ასევე, შიდა საინფორმაციო მანიპულაციებისა და პროპაგანდისტული ნარატივების შესახებ საქართველოში. ამასთან ერთად, კურსი მიზნად ისახავდა სტუდენტებს განევითარებინათ ინფორმაციის გადამოწმებისა და დეზინფორმაციის ამოცნობის უნარ-ჩვევები.
კურსის ფარგლებში, სტუდენტებმა მიიღეს ცოდნა სოციალურ მედიაში საარჩევნო კამპანიებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ.
სასერტიფიკატო კურსი შედგებოდა 5 შეხვედრისგან, ბოლოს კი მონაწილეებმა მოამზადეს ესეები.
2 საუკეთესო ესსეს ავტორს შესაძლებლობა ექნება „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის გუნდში გაიაროს სტაჟირება.