ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის პროფესორის, რიშელ როჯერსის მასტერკლასი CU კამპუსში

5 ნოემბერი 2021

17 ნოემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, სხვადასხვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, მასტერკლასს ჩაატარებს ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის პროფესორი რიშელ როჯერსი.


მასტერკლასის თემა - Digital Storytelling - ციფრული თხრობა.


რიშელ როჯერსი აშშ-ს საელჩოს ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის მედიის სკოლის, მიმდინარე სემესტრის მოწვეული ლექტორია.


რიშელ როჯერსს აქვს ამერიკულ ტელევიზიებში პროდიუსერად და ჟურნალისტად მუშაობას ხანგრძლივი გამოცდილება. ის მუშაობდა ABC-ის ახალი ამბებისა ტოქშოუებისთვის, ისეთ ცნობილ წამყვანებთან როგორებიც არიან ტედ კოპელი, დაიანე სავიერი, პიტერ ჯენინგსი, ბარბარა ვოლტერსი, იყო საველე პროდიუსერი ABC News-ის სპეციალური გამოშვებისთვის ექვს ქვეყანაში. მისი კარიერა მოიცავს პროდუსერად მუშაობას CNN-ზე, ოფრა უინფრის ქსელისთვის.

 
რიშელ როჯერსს მიღებული აქვს არაერთი მაღალი დონის პროფესიული ჯილდო, მათ შორის, კოლუმბიის უნივერსიტეტის დუპონის ჯილდო (ABC News), დევიდ ბლუმის ჯილდო (თეთრი სახლისგან), პიბოდის ჯილდო (CNN and ABC News), ნიუ იორკის ფილმების ფესტივალის ჯილდო (ABC News Documentary Unit).


მასტერკლასზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე