სამედიცინო განათლებისა და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის მიერ გამართულ 25-ე მრავალპროფილურ სამედიცინო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო და წარსდგა მოხსენებით, კავკასიის უნივერსიტეტის, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, ქალბატონი მარიამ ლომაია.
მოხსენების თემები გახლდათ:
- ოტოლარინგოლოგიური გართულება იშვიათი დაავადების დროს: კლინიკური შემთხვევა;
- COVID 19-ის ფონზე ლორწოვან გარსებში მიმდინარე ცვლილებები.
მოხსენებაში მიმოხილული იქნა გრანულომატოზურ ვასკულიტი (პოლიანგინიტით), რომელიც არის სისხლძარღვების კედლების აუტოიმუნური გრანულომატოზური ანთება, იგი აზიანებს მცირე და საშუალო ზომის სისხლძარღვებს: კაპილარებს, ვენულებს, არტერიოლებს და არტერიებს, ზედა სასუნთქი გზების, თვალების, თირკმელების, ფილტვების და სხვა ორგანოების ჩართულობით.
დაავადების მიზეზი უცნობია. მიიჩნევა, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური და გარემოს ფაქტორები, აგრეთვე იმუნური სისტემის დისრეგულაცია. ეს პათოლოგია ითვლება იშვიათ დაავადებად.
მოხსენების დროს განხილულ იქნა დაავადების კლინიკური გამოვლინებები , ეპიდემიოლოგია, ასევე ძირითადი მექანიზმები , განსაკუთრებით ოტორინოლარინგოლოგიაში და ყელ-ყურ-ცხვირის გართულებების მართვის თანამედროვე სტრატეგიები.