20-21 ნოემბერს, აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-მ, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის და ეკონომიკის სკოლის სტუდენტებისთვის ვორკშოპი ჩაატარა.
შეხვედრის პირველი დღე თეორიული მასალის განხილვას დაეთმო,განხილული იყო შემდეგი თემები:
- ფინანსური ანგარიშგება, ზოგადი პრინციპები;
- ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლები;
- ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები.
აუდიტი:
- შესავალი და აუდიტის ბაზრის მიმოხილვა;
- რეგულაცია საქართველოში და მსოფლიოში;
- ეთიკა და დამოუკიდებლობა;
- აუდიტის ეტაპები;
- არსებითობა;
- რისკის იდენტიფიცირება;;
- შიდა კონტროლის მექანიზმები
- აუდიტის დაგეგმვა (TOC’s, SAP’s, OSP’s, SSP’s);
- აუდიტორული მოსაზრებების ტიპები;
- პრაქტიკული მაგალითები.
ხოლო მეორე დღე პრაქტიკული ქეისის განხილვას ემსახურებოდა.
ვორკშოპში მონაწილე სტუდენტებმა მიიღეს საჩუქრები და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.