8 ივლისს, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის მიერ დაწესებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის გამარჯვებულებს გადასცა.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. კონკურსის პირველ ეტაპზე კავკასიის უნივერსიტეტში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის თავმჯდომარეც იყო კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, უცხო ენების ცენტრის დირექტორი,
ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელი ხათუნა ბასილაშვილი.
კომისიის წევრები იყვნენ ასევე:
მარიამ მანჯგალაძე - კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის
აფილირებული პროფესორი;
მიხეილ ანთაძე - კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის
აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
მანანა ფორჩხიძე - კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
თამარ ლომაძე - კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის
ასოცირებული პროფესორი;
მანანა მათიაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ინგა ჟღენტი - კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
კავკასიის უნივერსიტეტის ჟიურის მიერ შეირჩა კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტი, გიორგი ქარქუზაშვილი, რომელმაც უნივერსიტეტის სახელით მიიღო კონკურსში მონაწილეობა. მას მადლობის სიგელი გადაეცა კონკურსში მონაწილეობისათვის.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.