მწუხარების წერილი - ინან გალალი

21 ივნისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს CU-ის საპატიო დოქტორის, IAUP-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, Helnan Hotels-ის ქსელის დამფუძნებლის, გამოჩენილი საზოგადო და საგანმანათლებლო ფიგურის, წარმატებული ბიზნესმენის, ინან გალალის გარდაცვალების გამო.

 

ვუსამძიმრებთ მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებს, ინანი არა მხოლოდ საოცარი პროფესიონალი, არამედ ღირსეული ადამიანიც იყო, რომელიც დააკლდება თითოეულ ჩვენგანს და რაც მთავარია საგანმანათლებლო სივრცეს.

 

ინანი მუდმივად მხარს უჭერდა და აქტიურად იყო ჩართული IAUP-ის საქმიანობაში. განსაკუთრებით, აღსანიშნავია მისი სტრატეგიული მხარდაჭერა IAUP-ის რეგიონული შეხვედრების ორგანიზებაში, ასევე სემინარის - ლიდერობის განვითარების შესახებ ახალი პრეზიდენტებისა და განვითარებადი ლიდერებისთვის.

 

ვრცლად ინანის შესახებ იხ. ბმულზე.