ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება კავკასიის უნივერსიტეტსა და ჯექსონვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, აშშ

1 ივლისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტსა და ჯექსონვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის (აშშ), ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

 

ჯექსონვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1883 წელს, ჯექსონვილის ქალაქის სახელმწიფო სკოლად დაარსდა, ხოლო 1996 წლიდან კი სახელწოდება უნივერსიტეტად შეიცვალა. უნივერსიტეტი აერთიანებს 8 ათასზე მეტ სტუდენტს და 100-ზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე. ჯექსონვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს მინიჭებული აქვს აკრედიტაცია” კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სამხრეთის ასოციაციის კოლეჯების კომისიის” (SACSCOC) მიერ. ასევე ჟურნალმა U.S News & World Report-ის 2025 წლის რეიტინგით, სამხრეთის რეგიონალურ უნივერსიტეტებს შორის ჯექსონვილის უნივერსიტეტს 55 ადგილი, ხოლო საუკეთესო საჯარო უნივერსიტეტებს შორის, 25-ე ადგილი მიენიჭა.

 

აღსანიშნავია, ჯექსონვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ კი ბიზნესისა და ინდუსტრიის კოლეჯი ასევე AACSB საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელია. AACSB არის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აკრედიტაციას ანიჭებს ბიზნესისა და მენეჯმენტის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც ხარისხისა და აკემიური სტანდარტების მაღალ დონეს ადასტურებს.

 

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის, სახელმწიფო მართვისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ სემესტრული გაცვლითი პროგრამებით და სხვადასხავა ტიპის მოკლევადიანი პროგრამებით პარტნიორ უნივერსიტეტში.