ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება კავკასიის უნივერსიტეტსა და ტურინის უნივერსიტეტს შორის, იტალია

8 სექტემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტსა და ტურინის უნივერსიტეტს შორის, იტალია, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

 

ტურინის უნივერსიტეტი 1404 წელს დაარსდა და იტალიის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. ტურინის უნივერსიტეტი გამორჩეულია საერთაშორისო კვლევებსა და აკადემიურ თანამშრომლობაში, აგრეთვე ხელს უწყობს კულტურულ განვითარებას, ინოვაციებს, განათლებასა და დასაქმებას. უნივერსიტეტი აერთიანებს 80.000-ზე მეტ სტუდენტს და 120-ზე მეტ შენობას, რომლებიც განთავსებულია ტურინსა და პიემონტის რეგიონის მნიშვნელოვან ადგილებში. 

 

ტურინის უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის 500-ულში მოწინავე პოზიციას იკავებს (Times Higher Education), ხოლო იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სახელმწიფო უნივერსიტეტია. 

 

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ სემესტრული გაცვლითი პროგრამებით და სხვადასხავა ტიპის მოკლევადიანი პროგრამებით პარტნიორ უნივერსიტეტში.