CSB-ის კურსდამთავრებულის კომპანიამ GITA-ს საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვა

24 იანვარი 2021

CSB-ის კურსდამთავრებულის კომპანიამ GITA-ს საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვა GITA-ს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის II რაუნდში.

 

გამარჯვებულმა კომპანიამ, რომლის დამფუძნებელი CSB-ის კურსდამთავრებული გიორგი ბუკიაა, ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.

 

კომპანიის პროდუქტი - ღვინის ჩაი ახალი სიტყვაა ღვინის უნარჩენოდ წარმოების სფეროში. პროდუქტი იქმნება საფერავის ჯიშის ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი ნედლეულის მაღალტექნოლოგიური დამუშავებით,  არ შეიცავს ალკოჰოლს და ამავდროულად გააჩნია ღვინის ყველა სასარგებლო თვისება. პროდუქტი ხასიათდება ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობითა და ენერგეტიკული თვისებებით. ის გამოიყენება როგორც ცხელ სასმელად, ასევე ცივი, არაალკოჰოლური კოქტეილების დასამზადებლად. 

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორი C10 პროექტზე მუშაობისას კონსულტაციების მიმართულებით იყო ჩართული.

 

კომპანიის მიზანია უნარჩენო წარმოებაში ინოვაციის შეტანის გზით საზოგადოებას შესთავაზოს არაგენმოდიფიცირებული, ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც გახდება საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი მთელ მსოფლიოში.