CSB-ის და GEM-ის ერთობლივი MBA პროგრამა Financial Times რეიტინგშია

28 ნოემბერი 2019

Financial Times-მა მსოფლიოს Executive MBA პროგრამების 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა (GEM) და კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) ერთობლივი MBA პროგრამა მსოფლიოსExecutive MBA პროგრამებს შორის 62-ე ადგილს იკავებს. პროგრამა ასეულში კვლავ სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს დაუსწრებს ისეთი წარმატებული უნივერსიტეტების EMBA პროგრამებს, როგორიც არის, SDA Bocconi School of Management, Henley Business School, Emory University: Goizueta, University of Zurich, Michigan State University: Broad, Queen's University: Smith, Georgia State University: Robinson.

 

გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) თბილისის კამპუსი, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე 2005 წელს დაარსდა. უკვე 14 წელია კავკასიის ბიზნესის სკოლა ორმაგი ხარისხის MBA პროგრამას ახორციელებს, რომლის წარმატებითდასრულების შემდეგ, სტუდენტს გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესისადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ენიჭება.

 

პროგრამაზე მიღება წელიწადში ერთხელ ხდება. რიგით მეცამეტე მიღების ჯგუფი სწავლას 2020 წლის აპრილში დაიწყებს. სააპლიკაციო განაცხადის შევსება შესაძლებელია 2020 წლის თებერვლის ბოლომდე.

 

პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.