15 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის MSc პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.
მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:
- თინათინ კაკუშაძე - "Implementing Major Changes in Georgian Companies (Hospitality Industry)"
- ნინო გუბელაძე - "ადამიანური რესურსების მართვის პროცესებში ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანობა და მისი გავლენა ორგანიზაციის განვითარებაზე"
- მარიამ აბულაძე - "თანამშრომლების ჩართულობა ეჯაილ ორგანიზაციებში"
კომისიის წევრები იყვნენ: ელენე ჯღარკავა, ნუგზარ სხირტლაძე, ნათია ზედგინიძე და დავით წიკლაური.
მაგისტრანტებმა ნაშრომები კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვეს.