CSB-ის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

7 თებერვალი 2025

31 იანვარს, კავკასიის ბიზნესის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.

 

სტუდენტებმა ნამუშევრები წარმატებით წარადგინეს კომისიის წინაშე.

 

დაცული ნაშრომები ეხებოდა შემდეგ თემებს:

 

  • ნაიკო ლაბაძე: "სამედიცინო პერსონალის ცნობიერების დონის შეფასება საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობის შესახებ";
  • ქეთი ჭიკაძე "რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მართვა საქართველოში";
  • ანი აზარაშვილი "მარკეტინგული მიქსის მიდგომაზე დაფუძნებული ჰოსპიტლის მარკეტინგული სტრატეგიის გავლენა პაციენტთა განმეორებით ვიზიტების ინტერესზე";
  • მარიამ ქენქაძე "ონკოლოგიური სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობა საქართველოში";
  • ანი მთავრიშვილი "ექიმების ჩართულობა კლინიკის სტრატეგიულ განვითარებაში".

 

კომისიის წევრები იყვნენ პროფესორები თეიმურაზ ბარკალაია, ლაშა კილაძე, ნატა ყაზახაშვილი, დევი ტაბიძე, სოფიო ხაჟომია.