31 იანვარს, კავკასიის ბიზნესის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
სტუდენტებმა ნამუშევრები წარმატებით წარადგინეს კომისიის წინაშე.
დაცული ნაშრომები ეხებოდა შემდეგ თემებს:
- ნაიკო ლაბაძე: "სამედიცინო პერსონალის ცნობიერების დონის შეფასება საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობის შესახებ";
- ქეთი ჭიკაძე "რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მართვა საქართველოში";
- ანი აზარაშვილი "მარკეტინგული მიქსის მიდგომაზე დაფუძნებული ჰოსპიტლის მარკეტინგული სტრატეგიის გავლენა პაციენტთა განმეორებით ვიზიტების ინტერესზე";
- მარიამ ქენქაძე "ონკოლოგიური სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობა საქართველოში";
- ანი მთავრიშვილი "ექიმების ჩართულობა კლინიკის სტრატეგიულ განვითარებაში".
კომისიის წევრები იყვნენ პროფესორები თეიმურაზ ბარკალაია, ლაშა კილაძე, ნატა ყაზახაშვილი, დევი ტაბიძე, სოფიო ხაჟომია.