29 აპრილს, კავკასიის ბიზნესის სკოლის MBA პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
სამაგისტრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ კომისიის წევრები - ელენე ჯღარკავა, ნუგზარ სხირტლაძე, გურგენ კალაშიანი, გაიოზ სანაძე და ალექსანდრე მიქელაძე.
კომისიის წინაშე, მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:
- თინათინ პავლიაშვილი - "საქართველოს საფონდო ბირჟა და მისი სამომავლო პერსპექტივა"
- პოლინა ბენდელიანი - "მიმდინარე ბუღალტური რეფორმის პირველი ეტაპის ზეგავლენის შეფასება საქართველოს კომპანიების კაპიტალზე მათი კატეგორიისა და საკუთრების კონცენტრაციის მიხედვით"
- თეონა გოგილაშვილი - "საქართველოს კაპიტალის ბაზარი და განვითარების სტრატეგია"
- ნინო ლიპარტელიანი - "მცირე და საშუალო მეწარმეობისა და მწვანე ეკონომიკის განვითარება საქართველოში"
სამაგისტრო ნაშრომი ყველა მათგანმა წარმატებით დაიცვა.