CSE-ის კურსდამთავრებული GITA-ს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია

21 ოქტომბერი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის კურსდამთავრებულის, სალომე კაჭარავას და მისი გუნდის სტარტაპი Dinerush, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი  თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეცამეტე რაუნდის გამარჯვებულია!

 

DineRush არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მაგიდის სპონტანური დაჯავშნის აპლიკაცია (last minute reservation).

გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: მარვინ ლიაო, ბილ რაიჰართი, საჩა მიჩაუდი,  ქრისტოფერ ბერი, ტიმ ვაგნერი.

 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 1 ივლისს მეცამეტედ გამოცხადდა.  მეცამეტე რაუნდში შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

 

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის.