CSH-ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

31 მაისი 2024

2024 წლის, 31 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა:

 

  1. მარიამ იმერლიშვილი
  2. ჯაბა ჯამასპიშვილი
  3. თინათინ კაპანაძე

 

მოხსენებები შეფასდა კონფერენციის აკადემიური ჟიურის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: სკოლის დეკანი - დავით ნატროშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი - მაია მაჭავარიანი-წერეთელი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ემირ ეთერია, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი ისტორიის დოქტორი - ელისაბედ მაჩიტიძე, მოწვეული ლექტორი - ერეკლე იმედაშვილი.  

 

ჟიურის გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

I ადგილი - იმერლიშვილი მარიამ (ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა)

 

  • თემა: „ასოცირების შეთანხმება და აუდიოვიზუალური მედია - სერვისების დანერგვა საქართველოში“

 

II ადგილი - ჯამასპიშვილი ჯაბა  (ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა)

 

  • თემა: „საქართველო ევროკავშირის გაფართოების 2023 წლის პაკეტში“

 

III ადგილი - კაპანაძე თინათინ

 

  • თემა: „Mood's Influence on Memory“

 

სტუდენტებს გადაეცათ სასკოლო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებისთვის სერტიფიკატები და ლიბრარეას ვაუჩერი.