კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორის, სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორისა და სამართლის დოქტორის, ირაკლი შამათავას სტატია „ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის როლი პრევენციულ მართლმსაჯულებასა და ეფექტიან აღსრულებაში“ საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში „სამართალი და მსოფლიო“/Law and World გამოქვეყნდა. სტატია წარმოდგენილია ჟურნალის 2026 წლის გამოცემაში, Law and World, 12(38), გვ. 99-127.
ჟურნალი „სამართალი და მსოფლიო“/Law and World გამოიცემა 2015 წლიდან და წარმოადგენს საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო გამოცემას. ჟურნალი ინდექსირებულია და წარმოდგენილია DOAJ, HeinOnline, ERIH PLUS, EBSCO და სხვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში.
კვლევა ეხება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივ ბუნებას, მის ფუნქციურ დანიშნულებასა და პრევენციულ მართლმსაჯულებასთან კავშირს. ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოს კანონმდებლობა, სასამართლო პრაქტიკა და გერმანიის, საფრანგეთისა და ესპანეთის სამართლებრივი გამოცდილება.
კვლევის თემატიკა უკავშირდება ავტორის აკადემიურ აქტივობას Erasmus+ Teaching Mobility პროგრამის ფარგლებში. 2026 წლის 20-24 აპრილს ირაკლი შამათავა პოლონეთში, Kazimierz Wielki University-ის სამართლისა და ეკონომიკის ფაკულტეტს ეწვია, სადაც ჩაატარა ლექციები თემაზე: “General Overview of the Functions of the Notarial System in Europe (Comparative Analysis)”. გამოქვეყნებული სტატია აღნიშნული აკადემიური ვიზიტისა და ლექციების ფარგლებში განხილული საკითხების თემატურ გაგრძელებას წარმოადგენს.
კვლევის თანახმად, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი ხელს უწყობს სასამართლოების განტვირთვას, კრედიტორის მოთხოვნის სწრაფ დაკმაყოფილებასა და სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობას.
სტატიის ბმული.
