14 დეკემბერს, საქართველოში პირველად CSR-ით დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი დაფუძნდა, რომელსაც ხელი მოაწერა 50 ორგანიზაციამ მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტმა, კერძოდ ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუამ.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მენეჯერი - არჩილ ბორჯაძე.
ფორუმის მიზანია შექმნას სხვადასხვა სექტორის დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური პლატფორმა CSR-თან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის და პრაქტიკის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში CSR-ის განვითარებას და მისი ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას.
აღნიშნული ფორუმი დაფუძნდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.