კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოში CSR-ით დაინტერესებული მხარეთა პირველი ფორუმის დამფუძნებელი წევრია

15 დეკემბერი 2022

14 დეკემბერს, საქართველოში პირველად CSR-ით დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი დაფუძნდა, რომელსაც ხელი მოაწერა 50 ორგანიზაციამ მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტმა, კერძოდ ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუამ.

 

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მენეჯერი - არჩილ ბორჯაძე.

 

ფორუმის მიზანია შექმნას სხვადასხვა სექტორის დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური პლატფორმა CSR-თან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის და პრაქტიკის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში CSR-ის განვითარებას და მისი ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას.

 

აღნიშნული ფორუმი დაფუძნდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.