კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორის ვიზიტი ვალადოლიდის უნივერსიტეტში, ესპნანეთი

6 ივლისი 2021

 

27 ივნისიდან - 2 ივლისის ჩათვლით, Erasmus+ ის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, ვალადოლიდის უნივერსიტეტმა, ესპანეთი (Universidad de Valladolid, Spain), კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ლექტორს, პროფესორ მაქსიმ იავიჩს უმასპინძლა. 

 

მობილობის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დირექტორებთან. ასევე შედგა შეხვედრა კიბერუსაფრთხოების პროფესორებთან და კუანტური და პოსტკვანტური კიპტოგრაფიის მეცნიერებთან. მხარეებმა ისაუბრეს ფაკულტეტების მიღწევებზე, მიმდინარე პროექტებზე და ასევე დაგეგმეს საერთო სამეცნიერო აქტივობები, რაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას. 

 

ვალადოლიდის უნივერსიტეტი,  ერაზმუს+ ის პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის უცვლელი პარტნიორია. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მობილობით არაერთმა სტუდენტმა, ლექტორმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა ისარგებლა.