საჯარო ლექცია - "სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის"

29 ოქტომბერი 2019

24 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალში, საჯარო ლექცია თემაზე - "სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის" გაიმართა.

 

ლექცია საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამეტის წევრმა, ელენე ხოშტარიამ წაიკითხა. 

 

შეხვედრის მსვლელობისას, მოწვეულმა სპიკერმა, აქტივიზმის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

ლექციის ბოლოს, ელენე ხოშტარიამ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.