24 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალში, საჯარო ლექცია თემაზე - "სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის" გაიმართა.
ლექცია საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამეტის წევრმა, ელენე ხოშტარიამ წაიკითხა.
შეხვედრის მსვლელობისას, მოწვეულმა სპიკერმა, აქტივიზმის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ლექციის ბოლოს, ელენე ხოშტარიამ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.