ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის ოფიციალური ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

23 ოქტომბერი 2025

23 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ბატონი ჟოუ ციენი (H.E. Zhou Qian) ესტუმრა.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ელჩი შეხვდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიას, ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ვიცე-პრეზიდენტს, ირენა მელუას, და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს, ქეთევან კარბაიას.

 

სამუშაო შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტსა და ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს სტუდენტთა გაცვლას, მოკლევადიან პროგრამებს ქართველი და ჩინელი სტუდენტებისთვის, აგრეთვე ერთობლივ კვლევით პროექტებს.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტში ჩინეთიდან  ხარისხის მაძიებელი სტუდენტები  სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობენ, აგრეთვე გაცვლითი პროგრამის სტუდენტები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.

 

ვიზიტის ფარგლებში ელჩს თან ახლდა ჩინეთის საელჩოს პირველი მდივანი, ქალბატონი ვანგ დანი (Ms. Wang Dan).

 

მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. ვიზიტის დასასრულს, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ელჩს ისტორიული შენობა და თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.