CSB-ის მაგისტრანტების ნაშრომების დაცვა

22 ივლისი 2020
22 ივლისს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის  MBA პროგრამის სტუდენტის მიხეილ ქურდაძის და MSc პროგრამის სტუდენტების გვანცა პაპავას, ანა მიხელიძის და მარიკა კობალაძის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.
 
მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:
 
  • მიხეილ ქურდაძე - "ახალი ლუდი ბრენდის შემოსვლის პოტენციალის და სირთულეების ანალიზი საქართველოს ლუდის ბაზარზე"
  • გვანცა პაპავა -  "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის შედეგები საქართველოში"
  • ანა მიხელიძე - "სტრატეგიული დაგეგმვის ზოგადი პრინციპები და წესები კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საქართველოს მაგალითზე)"
  • მარიკა კობალაძე - " რეკლამის როლი ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში (საქართველოს მაგალითზე)"

 

კომისიის წევრები იყვნენ - ელენე ჯღარკავა, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ჯინჯოლავა და ბორის ლეჟავა.
 
მაგისტრანტებმა ნაშრომები კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვეს.