ტრენინგი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ დასრულდა

22 აპრილი 2019

კავკასიის უნივერსიტეტისა (CSE, CSG) და ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ერთობლივი ტრენინგი სტუდენტებისთვის დასრულდა.

 

ტრენინგის მონაწილეები დაესწრნენ სამუშაო შეხვედრებს ექსპერტებთან, სადაც განიხილეს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების სტრატეგიული ხედვები, მიზნები, ქმედებები, სამოქმედო გეგმა, დაფინანსების სქემა და მონიტორინგი. ამ კუთხით ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და საქართველოში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წინაშე მდგარი გამოწვევები და გეგმები. 


ტრენინგის მიმდინარეობისას შეჯერდა M4EG-ისთან თანამშრომლობის მომავალი გეგმები თემატური ჯგუფების ფარგლებში. ეს ჯგუფებია:

 

  • ბიზნესის ხელშემწყობი სერვისები;
  • ტურიზმი;
  • სოფლის მეურნეობა;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები;
  • ღვინის ინდუსტრიის ხელშეწყობა.

 

თემატური ჯგუფების ფარგლებში სტუდენტებს შეეძლებათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა და ევროკავშირის ქვეყნების კარგი გამოცდილების გათვალისწინებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მუშაობაში წვლილის შეტანა, რაც სტუდენტების ჩართულობასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.