CU დასის წევრების დაჯილდოვება სპექტაკლისთვის "არალეგალები"

10 დეკემბერი 2019
10 დეკემბერს, CU დასის წევრები, ფესტივალის "ნიღაბი 2019"-ის ფარგლებში, დაჯილდოვდნენ სპექტაკლისთვის "არალეგალები".
 

ქალის საუკეთესო დრამატული როლისთვის - ანკა თათარაშვილი

კაცის საუკეთესო დრამატული როლისთვის - ბათო ახალბედაშვილი

კაცის საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლისთვის - ბასტო გოგუა 

 

სხვა ნომინაციები, სადაც CU დასის წევრები დასახელდნენ:

 

მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესო შესრულებისთვის - გიორგი გაჩეჩილაძე

ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ნინი გოგია

მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის - ნიკა მიქავა

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ანა ჯვარშეიშვილი

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის - ალექსანდრე წიკლაური.

ამ ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყო ბასტო გოგუა.

 
სპექტაკლის რეჟისორია ვატო ჯუღელი, მხატვარი ნათია მარსაგიშვილი.
 
 
სპექტაკლში "არალეგალები" გამოყენებულია ლიზოს მუსიკალური ნაწარმოები „Juice”.
 
 
პიესის სიუჟეტი დაფუძნებულია არტურ მილერის პიესაზე „ხედი ხიდიდან“ და ადაპტირებულია CU დასის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ.