გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა (GEM) და კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) ერთობლივი MBA პროგრამის პრეზენტაცია

18 ნოემბერი 2019

15 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა (GEM) და კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) ერთობლივი MBA პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

 

შეხვედრას გრენობლის მენეჯმენტის სკოლის MBA პროგრამების დირექტორი ფილ ეარი და კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა უძღვებოდნენ. მათ აუდიტორიას პრეზენტაცია წარუდგინეს, დეტალური ინფორმაცია გააცნეს და შეკითხვებს უპასუხეს.

 

2004 წლიდან კავკასიის ბიზნესის სკოლა წარმოადგენს გრენობლის მენეჯმენტის სკოლის საერთაშორისო კამპუსს და მსურველებს გრენობლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს, რომელიც Financial Times-ის მიხედვით, მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორისაა.