ჯორჯ ვაშინგტონის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი კვლევითი პროექტი კახეთში

29 ივნისი 2022

22-25 ივნისს, აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის  ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფი და კავკასიის  ტურიზმის სკოლის სტუდენტები ერთობლივი კვლევითი პროექტის ფარგლებში კახეთში იმყოფებოდნენ.

 

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის შესწავლა კახეთის რეგიონის მაგალითზე.

 

მონაწილეები შეხვდნენ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ადმინისტრაციასა და სხვადასხვა დარგობრივ ასოციაციებს, რომლის ფარგლებშიც  გამოიკითხეს ღვინისა და გასტრონომიის ტურისტული მომსახურების ძირითად ობიექტები. აღნიშნული კვლევის შედეგად სტუდენტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომლებიც შეეხება: ახალი პროდუქტების შეთავაზებას, ხარისხის გაუმჯობესებას, ახალი ბაზრების ათვისებას, პოზიციონირებისა და მარკეტინგის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. კვლევის შედეგების პრეზენტაცია 1 ივლისს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება.

 

კავკასიის უნივერსიტეტს აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის  ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფი 19 ივნისს ესტუმრა ორკვირიანი ვიზიტით.

 

პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტისა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი საკვლევი პროექტის ფარგლებში და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.