6 ივლისს, ოფიციალურად გაიხსნა “უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი და ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი მასპინძლობს ჰოფბურგის სასახლეში, ვენა, ავსტრია. კონფერენციის მთავარი თემაა: “ინოვაციები განათლებაში”. პარალელურად მიმდინაერობს ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერნცია თემაზე: “მდგრადი განვითარება”.
კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.
კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობას იღებენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მათ შორის, თბილისის ივანე ჯავხიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ზედანია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და ვიცე რექტორი რიმა ბერიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და ვიცე რექტორი, ქეთევან ქოქრაშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია, შავი ზღვის საერთაშორისო უნიერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი გია კავთელიშვილი და ვიცე რექტორი გიორგი ცხვედიანი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პრორექტორი დავით ტეფნაძე.
კონფერენციის ფარგლებში ჰოფბურგის სასახლეში განთავსებულია პროგრამის “ისწავლე საქართველოში“ (Study In Georgia) სტენდი/საკონსულტაციო სივრცე, სადაც კონფერენციის 400-მდე მონაწილეს მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან საშუალება ეძლევათ მიიღონ ინფორმაცია საქართველოში არსებული უნიერსიტეტების შესახებ, დაამყარონ კონტაქტები ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.