24-26 სექტემბერს, ირანში იმართება სამუშაო შეხვედრები 2019 წლის დასაწყისში IAUP-ის რეგიონული შეხვედრისა და კონფერენციის დასაგეგმად ისპაჰანში. კავკასიის უნივერსიტეტის და IAUP-ის პრეზიდენტი, კახა შენგელია და IAUP-ის გენერალური მდივანი, ჯერალდ რეიზინგერი ამ დროისთვის იმყოფებიან ისპაჰანში, ღონისძიების ორგანიზებისთვის.
შეხვედრებს ირანის რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების საერთაშორისო უნივერსიტეტის სითი ვანის პრეზიდენტი, მუჰამედ შერიფ მალეკზადე მასპინძლობს, რომელიც IAUP-ის რეგიონული თავმჯდომარეა, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.