მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018

30 სექტემბერი 2018

22-30 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა:

 

  • „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის „ახალი ეპოქის დასაწყისი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წ.წ)“ მასალების პრეზენტაცია
  • საჯარო ლექცია - „მორწმუნეებისა და ათეისტების ღირებულებათა სისტემის თავისებურებები საქართველოში“ - ხატია წიკლაური
  • საჯარო ლექცია - „ახლად გამოვლენილი გარემოებები ვაჩეძორის მონასტრის შესწავლისათვის“ - ლევან წიქარიშვილი
  • ტრენინგი/მასტერკლასი - „სტარტაპ იდეების გენერირება" - რუსუდან ჩაჩანიძე, ლუკა კაკაბაძე
  • ღია კარის დღე- ირაკლი სვანიძე
  • საჯარო ლექცია - „გიორგი ნიკოლაძე - 130 ჭეშმარიტი მამულიშვილი და თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი“ - ნუგზარ სხირტლაძე
  • საჯარო ლექცია - „ციფრული დაყოფა, მისი გაზომვისა და დაძლევის გზები თანამედროვე ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის მიღწევის საფუძველზე“ - გურამ ლეჟავა

 

ფესტივალის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორმა, C10-მა უმასპინძლა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს. ტრენინგსა და ღია კარის დღეზე სტუმრებმა გაიცნეს C10-ის სტარტაპერები და მათი შექმნილი პროდუქტები. 

 

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.

 

წლევანდელ ფესტივალს, დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სადაც გაიმართა ფესტივალის გახსნა და მისი მსვლელობისას დაგეგმილი საკვანძო ღონისძიებების ნაწილი. 

 

გარდა ამისა, საფესტივალო ღონისძიებები ჩატარდა საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესაბამის სივრცეებში, ბიბლიოთეკებში, სასტუმროებში, სახელოვნებო, საგამოფენო, სპორტულ კომპლექსებში და სხვა.