კავკასიის უნივერსიტეტმა „ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცას“ ისტორიის ოლიმპიადას უმასპინძლა

29 აპრილი 2023

29 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტმა „ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცას“ მიერ ორგანიზებულ ისტორიის ოლიმპიადას უმასპინძლა.

 

შედეგების მიხედვით, გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე სამი გამარჯვებული, რომელთაც პრიზის სახით იცას სასწავლო ვაუჩერები გადაეცემათ, ასევე, სიმბოლური საჩუქრები გადაეცა ოლიმპიადის ყველა მონაწილეს.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი და „ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცა“ დიდი ხანია ურთიერთთანამშრომლობენ და ახორციელებენ ერთობლივი პროექტებს, ღონისძიებებსა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, რომლის მიზანიცაა ცოდნის, გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება როგორც  საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო და სხვა მიმართულებებით.