შიში, შფოთვა და დეპრესია

14 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის   "თანასწორობის კლუბის“ ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტის ანბანის ბაღში გაიმართა  შეხვედრა თემაზე „შიში, შფოთვა და დეპრესია“, რომელიც მიზნად ისახავს 18-22 წლის ახალგაზრდების ინფორმირებას ფართოდ გავრცელებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე, მათი იდენტიფიცირების გზებსა და გამოხატულებებზე. 

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა  სპიკერთან, ნონა ხიდეშელთან ერთად ინტერაქციულ რეჟიმში განიხილეს შემდეგ საკითხები:

 

  • გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების მოკლე მიმოხილვა;
  • თაობაში მომრავლებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი მიზეზები და გარემო ფაქტორები, რომლებიც ახალგაზრდებისთვის ყოველდღიურ სტრესორებს წარმოადგენენ;
  • შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები, გამოვლენის ფორმები, მათ შესახებ გავრცელებული მითები;
  • რჩევები საკუთარი ემოციური მდგომარეობის შეფასებისათვის და მარტივი ხრიკები მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.