CU-ის სტუდენტებმა Green Tourism Challenge-ში ტურიზმისთვის ინოვაციური და მდგრადი გადაწყვეტილებები შექმნეს

3 დეკემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა ოთხდღიანი Green Tourism Business Challenge, რომელიც შეიქმნა და განხორციელდა Erasmus+ CBHE პროექტის ENRICHER-hubs ფარგლებში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ CU-ის სხვადასხვა სკოლის ოცზე მეტი სტუდენტი, რომლებმაც რეალურ ინდუსტრიულ გამოწვევაზე იმუშავეს Design Sprint მეთოდოლოგიით.

 

ბიზნეს გამოწვევა წარადგინა პარტნიორი სასტუმროს -“Legends Tskaltubo Spa Resort” - წარმომადგენელმა ანდრო ჯიშკარიანმა. წარმოდგენილი დავალების საფუძველზე სტუდენტებმა ჩაატარეს მომხმარებლებთან ინტერვიუები, კონტექსტუალური კვლევა, სამაგიდო კვლევა და შექმნეს კვლევითი „Research Wall“. გუნდებმა Design Sprint პროცესის ყველა საერთაშორისო სტანდარტის ეტაპი გაიარეს -პრობლემის ანალიზიდან იდეების გენერირებამდე, პროტოტიპირებამდე და საბოლოო ტესტირებამდე.

 

ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა ფინალური pitch-პრეზენტაციები ჟიურის წინაშე, სადაც გამოირჩა ორი გამარჯვებული გუნდი:

 

  • „ველნესტი“ (Wellnest) - „ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტის“ კატეგორიაში
  • „ეკომასპინძელი“ (Ecohost) - „ყველაზე მდგრადი გადაწყვეტის“ კატეგორიაში

 

სტუდენტების იდეები გამოირჩეოდა კრეატიულობით, პრაქტიკულობითა და პასუხისმგებელი ტურიზმის პრინციპებთან შესაბამისობით. Green Tourism Business Challenge-მა მონაწილეებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა ემუშავათ რეალურ ბიზნეს ქეისზე, შეექმნათ ინოვაციური პროტოტიპები და განევითარებინათ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები.