1-ლ დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა, თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2018“ გახსნა, სპექტაკლით - „განახლება“.
ფესტივალი წელს, მეშვიდედ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ღონისძებაზე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიას, ფესტივალის საპატიო წევრის ჯილდო გადაეცა.
სპექტაკლი „ განახლება“ ერთ მოქმედებიანი სარკასტული კომედიაა, რომელიც შთაგონებულია დავით კლდიაშვილის პიესით "დარისპანის გასაჭირი". ადაპტირებული ვერსია ეკუთვნის CU დასის შემოქმედებით ჯგუფს. რეჟისორი ვატო ჯუღელი.