„ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში აბიტურიენტებისთვის

12 აპრილი 2019

12 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, აბიტურიენტებისთვის „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში გაიმართა.

 

თამაში სამი ეტაპისგან შედგებოდა:

 

  • პირველი ტური - „ვეფხისტყაოსნის“ ,,რა? სად? როდის?’’
  • მეორე ტური - ,,აფორიზმების ფაზლი-ლოტო"
  • მესამე ტური ჩატარდა ორ ნაწილად:

 

I ნაწილი „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში, რომელშიც რუკაზე წარმოდგენილია „ვეფხისტყაოსნის“ გეოგრაფიული სამყარო და სიუჟეტური შინაარსი. თამაში კამათლის გაგორებით და პერსონაჟების გადაადგილებით ჩატარდა.

 

II ნაწილში ერთ რუკაზე 3 გუნდი ასპარეზობდა, მათ პირველი, მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს.

 

გამარჯვებული გუნდები კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ:

 

I ადგილი- სასწავლო 10000 ლარიანი ვაუჩერი

II ადგილი - სასწავლო 7000 ლარიანი ვაუჩერი

III ადგილი - სასწავლო 5000 ლარიანი ვაუჩერი