12 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, აბიტურიენტებისთვის „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში გაიმართა.
თამაში სამი ეტაპისგან შედგებოდა:
- პირველი ტური - „ვეფხისტყაოსნის“ ,,რა? სად? როდის?’’
- მეორე ტური - ,,აფორიზმების ფაზლი-ლოტო"
- მესამე ტური ჩატარდა ორ ნაწილად:
I ნაწილი „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში, რომელშიც რუკაზე წარმოდგენილია „ვეფხისტყაოსნის“ გეოგრაფიული სამყარო და სიუჟეტური შინაარსი. თამაში კამათლის გაგორებით და პერსონაჟების გადაადგილებით ჩატარდა.
II ნაწილში ერთ რუკაზე 3 გუნდი ასპარეზობდა, მათ პირველი, მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს.
გამარჯვებული გუნდები კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ:
I ადგილი- სასწავლო 10000 ლარიანი ვაუჩერი
II ადგილი - სასწავლო 7000 ლარიანი ვაუჩერი
III ადგილი - სასწავლო 5000 ლარიანი ვაუჩერი