კავკასიის უნივერსიტეტი ნორჩ ისტორიკოსთასკოლის საზაფხულო ბანაკში

4 ივლისი 2018

4 ივლისს, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის (იმსა) ,,ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის”  საზაფხულო ბანაკი წყნეთში კავკასიის უნივერსიტეტს მასპინძლობდა. ,,ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის” მიზანია, ახალგაზრდა თაობის მიერ ისტორიის საგნის უკეთ შესწავლის ხელშეწყობა.

 

ბანაკში მონაწილეობს ისტორიით დაინტერესებული 30 მოსწავლე და 7 მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, გურანდა ჭელიძემ ნორჩ ისტორიკოსებს გააცნო კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი, უნივერსიტეტში სწავლის პირობები, მოქმედი აკადემიური პროგრამები და მათ შორის ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.

 

ხაზი გაესვა ისტორიის სპეციალობაზე სწავლების სპეციფიკას საველე პრაქტიკებისა და სხვადასხვა საწავლო ტურების, სამეცნიერო კონფერენციების ჩატარების თვალსაზრისით. პასუხი გაეცა მოსწავლეთა და მასწავლებელთა მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. დაისახა გეგმები 2018/2019 სასწავლო წელს კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა,,ნორჩ ისტორიკოსთა სკოლითან” სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.