სამაგისტრო ნაშრომების დაცვა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში

18 ივლისი 2024

10 ივლისს, გაიმართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.

 

სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წევრების წინაშე.

 

კომისია დაკომპლექტებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალით: ეკა აკობია, დეკანი,  პროფესორი; გიორგი ცხადაია, პროფესორი, გიორგი მუჩაიძე, აფილირებული ასოცირებული პროფესორი; ნანა ფირცხელანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი.

 

დაცვაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი ნაშრომები:

 

  1. გიორგი ამაშუკელი - ,,აზრისა და მმართველობის არაპირდაპირი კონტროლი: ავტორიტარული სახელმწიფოების ,,ბასრი ძალა“ და სწრაფვა რეგიონული ჰეგემონობისკენ“.

 

ხელმძღვანელი: გიორგი ცხადაია, პროფესორი

 

  1. რუსუდან დავითაძე - ,,თურქეთი, ნატოს წევრი და დასავლეთის დასაყრდენი თუ დამოუკიდებელი მოთამაშე“.

 

ხელმძღვანელი: გიორგი ცხადაია, პროფესორი

 

  1. ირაკლი ბუიშვილი - ,,რუსეთ-ჩინეთის გეოპოლიტიკური ამბიციები და ენერგოდიპლომატიის როლი არქტიკის რეგიონში“.

 

ხელმძღვანელი: ნანა ფირცხელანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი

 

  1. ნიკო ქართველიშვილი - ,,ტექნოლოგიების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში: სოციალური მედია, როგორც თანამედროვე საინფორმაციო იარაღი გლობალურ პოლიტიკაში“.

 

ხელმძღვანელი: გიორგი ცხადაია, პროფესორი

 

  1. ივანე აფციაური - ,,გეოპოლიტიკური გამოწვევები საქართველოს ევროპეიზაციის გზაზე“.

 

ხელმძღვანელი: სერგი კაპანაძე, მოწვეული პროფესორი

 

  1. ირაკლი ნიორაძე - ,,Zeitenwende: გერმანიის უსაფრთხოების  ხედვის ცვლილება და მისი  გავლენა ევროკავშირის გეოპოლიტიკაზე  რუსეთის შეჭრის საპასუხოდ“.

 

ხელმძღვანელი: გიორგი მუჩაიძე, აფილირებული ასოცირებული პროფესორი