2 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
კომისიის წინაშე 18 სტუდენტი წარსდგა.
დაცვაზე წარდგენილი იყო ისეთი პრობლემური და აქტუალური საკითხები, როგორიცაა:
- აზარტული თამაშები და მისი წილი საქართველოს ბიუჯეტში;
- დასაქმება და ხელფასების უთანასწორობა, ანალიზი საქართველოს მაგალითზე;
- მარიხუანის ლეგალიზაციის პოტენციური სარგებელი საქართველოს ეკონომიკისთვის;
- თბილისის ღამის ეკონომიკის შესაძლებლობების პოტენციალი;
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში;
- ვიდეოთამაშების მზარდი ინდუსტრიის გამოწვევები;
- ეკონომიკური ზრდის გავლენის შეფასება გარემოს მდგრადობაზე;
- საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის როლი მწვანე ტრანზიციაში;
- აზარტული თამაშები და მისი წილი საქართველოს ბიუჯეტში;
- სახელმწიფო ვალის გავლენა საპროცენტო განაკვეთებსა და ინვესტიციებზე: ანალიზი საქართველოს მაგალითზე;
კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - ერეკლე პირველი, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი - ვანო ბენიძე და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის მოწვეული ლექტორი - ნათია გიგაური.