2025 წლის 16 იანვარს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, მირანდა ცინცქილაძის სადისერტაციო ნაშრომის -“Role of Culture in the Sustainable Development in Case of Georgia” საჯარო დაცვა გაიმართა.
დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო პროფესორი- ბორის (ბუბა) ლეჟავა.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;
მაკა ბუღულაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
დავით წიკლაური, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
ვახტანგ ფარცვანია, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი.
დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ბუღულაშვილმა.
სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, მირანდა ცინცქილაძემ წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი.