16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ზურაბ ლუკაშვილის სადისერტაციო ნაშრომის -„ Impact of work motivation on job satisfaction among staff of private and public higher education institutions in Georgia „ დაცვა გაიმართა.
დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელ იყო პროფესორი ეკატერინე ნაცვლიშვილი.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
- ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;
- თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ლილი ბიბილაშვილი, პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
- ნათია ზედგინიძე, პროფესორი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თენგიზ თაქთაქიშვილმა.
სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, ზურაბ ლუკაშვილამა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი.