15 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსის პრეზენტაცია და ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართა.
ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების ონლაინ კურსი, რომელიც ღონისძიების პირველ ნაწილში გაიამართა, USAID -ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ფარგლებში, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“კომპანია მაინდვორქსთან თანამშრომლობით შეიმუშავა.
პრეზენტაციის დასრულებისთანავე, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და კავაკსიის ბიზნეს სკოლის მხარდაჭერით, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი უკვე მეექვსედ განხორციელდა. ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა აემაღლებინათ ცოდნა, განევითარებინათ საჭირო უნარ-ჩვევები და დაემყარებინათ მნიშვნელოვანი კავშირები მათთვის რელევანტურ კომპანიებთან. კურსის ფარგლებში, 40 ექსპორტის მენეჯერის გადამზადება მოხდა.