29 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში პიარის სპეციალისტმა, ელდარ პირმისაშვილმა მასტერკლასი გამართა.
მასტერკლასის თემა: Influencer Marketing.
ელდარ პირმისაშვილმა ისაუბრა მარკეტინგის ახალ ტენდენციებსა და ინფლუენსერების, როგორც აზრის ლიდერების მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ იქმნება influencer marketing-ის სტრატეგია და ზოგადად, როგორ მუშაობს ის.
ლექციის ბოლოს სტუმარმა სტუდენტებისა და ადმინისტრაციის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.