სამუშაო შეხვედრა Elsevier-ის რეგიონულ წარმომადგენელთან

11 ოქტომბერი 2022

10 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საერთაშორისო გამომცემლობა Elsevier-ის წარმომამდგენელმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ვივიენ ვერეცკიმ და Elsevier-ის სერტიფიცირებულმა ტრენერმა საქართველოში თამარ გოგუამ კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის და დოქტორანტებისთვის ჩაატარეს სამუშაო შეხვედრა.

 

პირველი შეხვედრა დაეთმო Science Direct-ს, რომელიც არის მსხვილი ბიბლიოგრაფიული მონაცემთა ბაზა, სამეცნიერო და მედიცინის მიმართულების პუბლიკაციების, აერთიანებს  4 ათასამდე აკადემიურ ჟურნალს და  30 ათასამდე ელექტრონულ წიგნს, ხოლო მეორე შეხვედრა დაეთმო Scopus-ს, რომელიც არის აბსტრაქტებისა და ციტირების მონაცემთა ბაზა და აერთიანებს 11 ათასამდე გამომცემლობის 35 ათასამდე რეფერირებად გამოცემას.

 

კავკასიის უნივერსიტეტს, Elsevier-ის ბაზებზე წვდომა აქვს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.