ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა თელავში

14 მაისი 2022

 

 

 

                                                                          

  

ევროკომისიის მიერ, დაფინანსებული პროექტის, RURD-ის ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2-4 მაისს კონსორციუმის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებზე და ძირითად შედეგებზე, ფინანსურ და ადმინისტრაციულ, ადგილობრივ ხელისუფლებსა და უნივერსიტეტებს შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა და საერთაშორისო პროექტების მენეჯერი აკაკი კაპანაძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროექტის წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და საქართველოს ხარისხის განვითარების ცენტრიდან.

 

3 მაისს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ. უნივერსიტეტების რექტორებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინეს და სავარაუდო ვერსიებზე შეთანხმდნენ

 

Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში - RURD“, მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.