Erasmus+ დღეები კავკასიის უნივერსიტეტში

15 ოქტომბერი 2020

 

 

კავკასიის უნივერსიტეტი უერთდება ერაზმუს+ დღეებს, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით 15,16 და 17 ოქტომბერს აღინიშნება.

ერაზმუს + დღეების აღსანიშნავად, კავკასიის უნივერსიტეტში დღეს გაიმართება ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ პრეზენტაცია.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ლიდერია კერძო უნივერსიტეტებს შორის ერაზმუს+ -ის  დაფინანსებული პროექტების რაოდენობის მიხედვით საქართველოში. უნივერსიტეტი 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული პროგრამაში და ევროკომისიის მხარდაჭერით წარმატებით ახორციელებს მობილობებს, ინსტიტუციონალური განვითარების პროექტებს, ჟან მონესა და ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს.

 

ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტი გახლავთ:

 

56 ევროპული უნივერსიტეტის პარტნიორი 111 საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგელბეში (ICM);

 

8  ინსტიტუციონალური განვითარების (CBHE) პროექტის ბენეფიციარი;

3 ჟან მონეს პროექტების და კათედრის კოორდინატორი (JM);

1 ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების პარტნიორი (JMD).